Wednesday, August 10, 2011

პროექტი – „ჯანსაღი მომავალი“


პროექტის სახელწოდება:  წყალი
 პროექტის მთავარი იდეა(თემა):   სასმელი წყალის პრობლემა ჩემს რაიონში „ჯანსაღი მომავალი“ 
     მოიძებნოს გზები, რაიონს ჰქონდეს სუფთა წყალი
  პროექტის აქტუალობა: სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა-მოგვარება
პროექტის მიზნები:
     მოსწავლეთა ეკოლოგიური კულტურის აღზრდა, ბუნების დაცვის პროპაგანდა, პრაქტიკული საქმიანობა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება,სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მოსწავლეთა მიზნობრივი გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა ბუნებაში, ინტერვიუს აღება, ფოტომასალების მოგროვება, მოძიებული მასალის განლაგება ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: VIII-IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
     მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას წყლის დაბინძურების შესახებ,მოჰყავს არგუმენტები,რომელიც არსებობს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი პრობლემას გააუმჯობესებს,პრობლემას გადაჭრის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
     http://ekologiaia.blogspot.com/
      http/brokovich.com/
პროექტის მსვლელობა:
     მოსწავლეებს ვყოფ 3ჯგუფად :
     I- ჯგუფს ვავალებ მოიძიოს ინფორმაცია თუ საიდან   
     ღებულობს მოსახლეობა სასმელ წყალს, არსებობს თუ არა            საზოგადოებაში         სუფთა წყლის პრობლემა (მითითებას ვაძლევ აიღონ  ინტერვიუ მოსახლეობიდან),
     ეწევიან   ბუნების დაცვის პროპაგანდას.ეწევიან  ბუნების აღდგენით პრაქტიკულ საქმიანობას.
     II- ჯგუფი არკვევს თუ ვინ არის პასუხისმგებელი წყლის სისუფთავეზე,რა იწვევს წყლის დაბინძურებას,რა სახის ნარჩენები ჩაედინება მასშ,ვიდეო ან ფოტო მასალების განთავსება ინტერნეტში.
     III- ჯგუფი  იკვლევს წყლის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, აგრეგატულ მდგომარეობას, აღწერს დიფუზიის მოვლენას, საგნობრივი კავშირი აქვთ თანატოლებთან ინტერნეტში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    მოსწავლეს ჩამოუყალიბდება გარემომცველ სამყაროზე (თავისრაიონზე)ზრუნვის უნარ-ჩვევები, გამოუმუსშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი,გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას,ჩაერთვის საზოგადოებრივ საქმიანობაში,გააცნობს თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავის პროექტს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ზაირა გობეჯიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tatogobej@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:tatogobej.blogspot.com


    No comments:

    Post a Comment